კერძო სკოლა „ჰელიოსში“ მოსწავლეებმა პედაგოგებს მასწავლებლის ეროვნული დღე დიდი სიყვარულით მიულოცეს 
06-11-2023

თბილისის კერძო სკოლა „ჰელიოსში“ პედაგოგების როლსა და შრომას აფასებენ. ამის დასტურია ისიც, რომ სკოლაში მასწავლებლის ეროვნულ დღეს აღნიშვნის გარეშე არ ჩაუვლია. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა საყვარელი პედაგოგებისთვის მისალოცი ბარათები დაამზადეს. მათ ამ ფორმით განმოხატეს სიყვარული და პატივისცემა მასწავლებლების მიმართ.

ბავშვებმა პედაგოგები დაახასიათეს, თბილი სიტყვებით შეამკეს და მადლობა გადაუხადეს იმ შრომისთვის, რასაც მათ განათლებაში დებენ.

ეს დღე ემოციური და დასამახსოვრებელი იყო როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგთათვის.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის ეროვნული დღე საქართველოში წელს დაწესდა და ყოველწლიურად, 27 ოქტომბერს - ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203