„ვისწავლოთ ნამდვილი მეგობრობა“ - გორელოვკის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელთა საინტერესო სადამრიგებლო საათი
16-10-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლის პირველი კლასის დამრიგებლმა - კრისტინა ბიჩახჩიანმა მოაწყო სადამრიგებლო საათი თემაზე - „მეგობრობა“. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილის მიზანი იყო - „ვისწავლოთ ნამდვილი მეგობრობა და ვაჩვენოთ ბავშვებს, რამდენად მნიშვნელოვანია ვიყოთ კარგი მეგობრები“. 

აღსანიშნავია, რომ დამრიგებელმა, საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზა ბავშვებს. 

პედაგოგმა და მოსწავლეებმა ერთობლივად შექმნეს სახალისო პოსტერები. მულტფილმების მაგალითებზე ისაუბრეს მეგობრობაზე და ერთად ააწყვეს მეგობრობის აღმნიშვნელი გულის ფორმის ფაზლი.

გაკვეთილის ბოლოს, მოსწავლეებმა და მასწავლებელმა, ისაუბრებს კარგი მეგობრის მაგალითზე, თუ როგორი უნდა იყოს ის და რა თვისებები უნდა ჰქონდეს მას. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203