გორელოვკის N1 სკოლის დირექტორობის კანდიდატმა, ტატიანა კარევამ სამეურვეო საბჭოს საჯარო სხდომაზე პროგრამა წარუდგინა
16-10-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლის დირექტორობის კანდიდატი - ტატიანა კარევა, სკოლის სამეურვეო საბჭოს წინაშე წარსდგა. 

კანდიდატმა, საბჭოს  სადირექტორო პროგრამა წარუდგინა, განვლილი წლების საქმიანობა შეაჯამა და მომავლის გეგმებზე დაწვრილებით ისაუბრა. 

აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციას სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად, სკოლებში სამეურვეო საბჭოების მიერ სკოლის ხელმძღვანელების არჩევის პროცესი მიმდინარეობს. სავარაუდოდ, არჩევნები ოქტომბერში დასრულდება. 

შეგახსენებთ, რომ საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისაგან და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენლისაგან. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203