კერძო სკოლა „ჰელიოსის“ ყველა აბიტურიენტი სტუდენტია, უმრავლესობამ კი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა
კერძო სკოლა „ჰელიოსი“ მოსწავლეებს უმაღლესი ხარისხის განათლებას სთავაზობს, რაც ტრადიციულად, კურსდამთავრებულების წარმატებაზე აისახება, წელსაც, ისინი სასურველ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ და საოცნებო პროფესიებს დაეუფლებიან.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დიდი მონდომებისა და ნიჭის შედეგად, ყველა აბიტურიენტი, სკოლაში მიღებულ ცოდნას, უნივერსიტეტის კედლებში გაიღრმავებს. აღსანიშნავია, რომ კურსდამთავრებულების უმრავლესობამ გრანტი მოიპოვა.
სკოლა დიდი სიამაყით გვაცნობს მოსწავლეთა შედეგებს:
- ლიზი ხასაია - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლობს, 100%-იანი დაფინანსებით;
- ლაშა გავაშელიშვილი - კავკასიის უნივერსიტეტში, საერთაშორისო მედიცინის ფაკულტეტზე, 70%-იანი დაფინანსებით აგრძელებს სწავლას;
- გიორგი თორაძე - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ვეტერინარიას შეისწავლის 50%-იანი დაფინანსებით;
- ნიკოლოზ გიორგაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო სამართალზე, 70%-იანი დაფინანსებით, ჩაირიცხა;
- დაჩი მირველაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიოტექნოლოგიის ფაკულტეტზე ეუფლება პროფესიას;
- სანდრო ბალავაძე - კავკასიის უნივერსიტეტში, საჯარო მმართველობას სწავლობს.
სკოლა „ჰელიოსი“ ულოცავს კურსდამთავრებულებს სტუდენტობას, უსურვებს ბედნიერ და საინტერესო მომავალს.
„გვიხარია, რომ ღირსეულ და თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებად ჩამოყალიბდით. ყოველთვის გვემახსოვრებით და ვიამაყებთ თქვენით!“, - აღნიშნავენ სკოლაში.