გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში სპორტული ღონისძიებები გაიმართა
29-09-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესითა და სპორტით დაინტერესებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამჯერად, სკოლაში სასკოლო სპორტის კვირეული ჩატარდა. ფიზიკური აღზრდის მასწავლებელმა მოსწავლეებს საერთაშორისო სპორტული კვირეულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რის შემდეგაც სპორტული ღონისძიებები გაიმართა.
მოსწავლეები ერთმანეთს სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეეჯიბრნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
როგორც სკოლაში ამბობენ, ღონისძიებებმა საინტერესოდ და მხიარულად ჩაიარა. განსაკუთრებულად დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა იხალისეს.
„ქომაგები ჟრიამულით ამხნევებდნენ თანაკლასელებს. პირველი ოქტომბრიდან კი, სკოლა ჩაერთვება სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს