გეზათის საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეთა კვლევა და საინტერესო ბუნების გაკვეთილი 
22-09-2023

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო წელი დიდი შემართებით დაიწყეს. 

სწავლასმოწყურებული მოსწავლეები სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაერთნენ, ამაზე კი მასწავლებლებმა აქტიურად იზრუნეს და ბავშვებს სახალისო და საინტერესო აქტივობები შესთავაზეს. 

მათ შორის, მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი წარიმართა V კლასში ბუნების გაკვეთილზე. გაკვეთილის თემა გახლდათ - კვლევის მეთოდებ​ი. მოსწავლეებმა ექსპერიმენტები ჩაატარეს და გაარკვიეს, რომ მარილიან წყალში კვერცხი ტივტივებს, მტკნარში კი იძირება.

აღსანიშნავია, რომ პრაქტიკული საქმიანობა და ექსპერიმენტები მოსწავლეთა დიდ ინტერესსა და მეტ ჩართულობას იწვევს, შესაბამისად პედაგოგები აღნიშნულ აქტივობებს ხშირად მიმართავენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...