„გზა წარმატებული მომავლისკენ იწყება ჩვენთან“ - კერძო სკოლა „ჰელიოსში“ სასწავლო წლის დაწყება აღინიშნა
20-09-2023

კერძო სკოლა „ჰელიოსში“ ახალი, 2023-2024 სასწავლო წლის დაწყება მოსწავლე-მასწავლებლებმა საზეიმოდ აღნიშნეს.

სკოლა სადღესასწაულოდ მოირთო, პედაგოგები მოსწავლეებს დიდი სიყვარულით და სიხარულით შეეგებნენ. ბავშვებმა სადღესასწაულოდ მორთულ-მოკაზმულ კლასებში შეაბიჯეს და სწავლისთვის განეწყვნენ.

სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის განახლებას კიდევ ერთხელ ულოცავს.

„სკოლა „ჰელიოსი“ გილოცავთ 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას! ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო და მშობლებო გისურვებთ, რომ ეს წელი იყოს ულევი წარმატების, საინტერესო სიახლეებისა და ბევრი ნაყოფიერი წინგადადგმული ნაბიჯის წელი.

განსაკუთრებით ვულოცავთ ჩვენს პირველკლასელებს, რომლებმაც წელს პირველად შემოაღეს სკოლის კარი. გზა წარმატებული მომავლისკენ იწყება ჩვენთან “, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203