„მოსწავლეთა მხიარულმა ჟრიამულმა აავსო სკოლის კედლები“- გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო
15-09-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი საზეიმოდ, სახელმწიფო ჰიმნის გაჟღერებით, დაიწყო.
სკოლის დერეფანში შეკრებილ სასკოლო საზოგადოებას სიტყვით დირექტორმა - ტატიანა კარევამ, მასწავლებელმა - ლიუბოვ დემინოვამ და პირველი კლასის დამრიგებელმა კრისტინე ბიჩახჩიანმა მიმართეს.
რაც შეეხებათ მოსწავლეებს, მათ სკოლის კარი დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. აღსაზრდელების დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.
პირველი კლასის მოსწავლეებს დირექტორმა კუთვნილი კომპიუტერები, წიგნები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
„მოსწავლეთა მხიარულმა ჟრიამულმა აავსო სკოლის კედლები“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა