
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე მარიამ გოგავამ 2022-2023 სასწავლო წელს საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულა.
მოსწავლე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციარია.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მარიამი აქტიური მოსწავლეა და გამოირჩევა როგორც სწავლა-განათლებით, ასევე სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობით.
„მარიამ გოგავა გამოირჩეოდა სკოლაში, როგორც აკადემიური წარმატებით, ისე სასკოლო საქმიანობაში აქტიური ჩართულობით, იყო მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე. 2022-2023 წლებში მონაწილეობდა 75 და 76 სასწავლო კვლევით კონფერენციაში და იყო ფინალისტი. მას გადაეცა სიგელები. ჩართული იყო სკოლის არაფორმალურ გაერთიანებაში, აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა პროექტებსა და ღონისძიებებში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.