„ჩვენ ქართველი ევროპელები ვართ!“ - უდაბნოს საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება ჩატარდა
21-06-2023
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. 

აკადემიური წლის განმავლობაში, სკოლაში არაერთი საინტერესო ღონისძიება და აქტივობა ჩატარდა, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება იყო - „ჩვენ ქართველი ევროპელები ვართ!“, რომელიც სკოლის V-VI კლასებში ჩატარდა.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: ინგლუსური ენის მასწავლებელი-ნინო საბაძე და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი-როზა თავაძე.

ამ დღეს, მოსწავლეებმა საინტერესო თემებზე ისაუბრეს, ინფორმაციები მოიძიეს, ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა აიმაღლეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და პროექტები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203