
„გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის ჯანსაღი ცხოვრების წესი ნორმად იქცა. ჩვენი სკოლის მოსწავლეები სისტემატიურად აწყობენ სპორტულ შეჯიბრებებს როგორც სკოლაში კლასებს შორის, აგრეთვე სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან“,- გვეუბნებიან ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში, სადაც სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი მნიშვნელობა ექცევა, ამ მიმართულებით კი სასწავლო წლის მანძილზე არაერთი ღონისძიება გაიმართა.
ერთი-ერთი ასეთი საინტერესო მეგობრული შეჯიბრი ჩატარდა გორელოვკის N1 სკოლისა და ეფრემოვკის საჯარო სკოლის გოგონებს შორის.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ორივე გუნდი კმაყოფილი დარჩა. გოგონები დამეგობრდნენ და შემდეგი შეხვედრა სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლაში დაგეგმეს.
იხილეთ ფოტოები: