
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელ კრისტინა ბიჩახჩიანს შთამბეჭდავი ღონისძიებით დაემშვიდობნენ.
მოსწავლეებმა, სამადლობელი და ემოციური სიტყვით მიმართეს დირექტორ ტატიანა კარევას და მასწავლებლებს, რომლებიც ოთხი წლის განმავლობაში ასწავლიდნენ, ბავშვებმა მათ დაუღალავი შრომისა და მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა გადაუხადეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას ის ცოდნა და უნარები აჩვენეს, რაც სკოლამ შეასწავლა ოთხი წლის განმავლობაში.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას არ ჩაუვლია ემოციებისა და ცრემლების გარეშე, მოსწავლეებისა და პედაგოგისთვის, ერთმანეთთან დამშვიდობება ძალიან ამაღელვებელი აღმოჩნდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებას მომავალი პირველკლასელები ესწრებოდნენ, რომლებმაც მე-4 კლასის მოსწავლეებს, სწავლის შემდეგ ეტაპზე გზა ლექსებით დაულოცეს.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: