„სათამაშოების მაღაზიაში“ - გორელოვკის N1 სკოლის მე-2 კლასელთა როლური თამაში ინგლისური ენის ღია გაკვეთილზე 
12-06-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგის - არმინე პალოიანის ხელმძღვანელობით მე-2 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი, თემაზე - „In a toy shop“.

გაკვეთილზე მოსწავლეებმა, თემასთან დაკავშირებით დავალებები შეასრულეს, კლასში საყვარელი სათამაშოები მიიტანეს და თანაკლასელთა წინაშე წარადგინეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა ითამაშეს როლური თამაში - „სათამაშოების მაღაზიაში“, გაკვეთილის ბოლოს კი,  საინტერესო პოსტერი შექმნეს.

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილზე მოსწავლეებმა ენის კარგი ცოდნა გამოავლინეს, იყვნენ აქტიურები და ხალისიანად ერთვებოდნენ მასწავლებლის მიერ შეთავაზებულ დავალებებში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203