„ანბანის გაცილება“ - პირველკლასელთა შთამბეჭდავი ღონისძიება გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში
25-05-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ღონისძიება - „ანბანის გაცილება“, მოაწყვეს.

საზეიმოდ გამოწყობილმა პატარებმა წაიკითხეს ლექსები, ქორეოგრაფიული და მუსიკალური ელემენტებით გაჯერებული ნომრები შეასრულეს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.

მოსწავლეებმა მშობლებსა და მასწავლებლებს წარუდგინეს ის ცოდნა და უნარები, რაც სასწავლო წლის განმავლობაში აითვისეს კლასის დამრიგებლის იულია გონჩაროვას დახმარებით. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების დასასრულს, სადღესასწაულო ტორტი საზეიმოდ გაიჭრა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203