გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მაგიდის ჩოგბურთის შეჯიბრში მონაწილეობდნენ 
05-05-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში ხშირად ერთვებიან. 

ამჯერად, გორელოვკის N1 და გორელოვკის N3 საჯარო სკოლებს შორის, მაგიდის ჩოგბურთში, მეგობრული შეჯიბრი ჩატარდა. მოსწავლეებმა ღირსეულად იასპარეზეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

აქტიურ მონაწილეებს სიგელები გადაეცათ. საბოლოოდ, გაიმარჯვა მეგობრობამ. სკოლის დირექციამ ორივე სკოლის ფიზიკური აღზრდის მასწავლებლებს - ალეკსანდრ კალმიკოვს და ბადრი ჭელიძეს, საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისათვის, მადლობის წერილები გადასცა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203