კერძო სკოლა „ჰელიოსის“ IV კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღე საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობებით აღნიშნეს
02-05-2023
კერძო სკოლა „ჰელიოსში“ მოსწავლეთა წარმატებულ მომავალსა და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. 

ამჯერად, სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. IV კლასის მოსწავლეები, პრეზენტაციისა და მულტიპლიკაციური ფილმის მეშვეობით, ამ დღის მნიშვნელობას უკვე გაეცნენ.

ინფორმაციის მიღების შემდეგ, დაწერეს თემატური ტესტი და გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, საინტერესო მოსაზრებები გამოთქვეს, იმსჯელეს არსებული პრობლემების მოგვარებისა და პრევენციის გზებზე. გარდა ამისა, მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ლამაზი ჩანახატები მოამზადეს. 

აქტივობას გასდევდა სლოგანი - „იცით თუ არა, რომ არსებობს დედამიწის დღე?“

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203