გეზათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღეს გარემოსდაცვითი აქტივობები მიუძღვნეს
26-04-2023

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღი და მოვლენა აღინიშნება.

ამჯერად, სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. 

მოსწავლეები ლოზუგნის - „დედამიწა ჩვენი სახლია და მასზე ზრუნვა ჩვენი ვალია“ გარშემო გაერთიანდნენ და საინტერესო აქტივობებში ჩაერთნენ.

მათ ამ დღის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს და შერჩეულ ტერიტორიაზე მცენარეები დარგეს.

აქტივობაში ისინი ხალისით, ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.

დედამიწის დღე ყოველწლიურად,  22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203