მაღლაკის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია - „ო, ენავ, ჩემო“, მიეძღვნა
26-04-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა დედაენის დღე აღნიშნეს.

აღნიშნულ დღეს, როგორც სკოლაში გვიყვებიან, კიდევ ერთი ლამაზი ღონისძიება მიეძღვნა.

ღონისძიებაზე მე-5 კლასის მოსწავლეებმა, რომელთა დამრიგებელი მზია ჟორჟოლიანია, ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია - „ო, ენავ, ჩემო“ წარადგინეს. 

კომპოზიცია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - ლენა უგულავამ და მუსიკის მასწავლებელმა ციალა გიორგაძემ მოამზადეს.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა შემოქმედებითი შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

„სიტყვას ლექსი ცვლიდა, ლექსს სიმღერა და არაჩვეულებრივი განწყობა სუფევდა დარბაზში“, - გვიყვებიან სკოლაში.

ღონისძიების დასასრულს, სკოლის დირექტორმა - მარინე ფხაკაძემ სიგელები გადასცა პედაგოგებსა და მოსწავლეებს.

მოსწავლეები ასევე ესეების კონკურსში მონაწილეობდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ქების სიგელებით დაჯილდოვდნენ ესეების კონკურსში მონაწილე მოსწავლეები: თამარ ფერცულიანი, ელენე კვერნაძე, ლუკა ჟორჟოლიანი, თამთა ჟორჟოლიანი და მარიამ კუკანია, ხოლო დიპლომი  მე-8 კლასის მოსწავლეს - ლუკა ჩაჩუას გადაეცა, რომელმაც წყალტუბოს საჯარო ბიბლიოთეკაში გამართულ ესეების კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა.

„ამ დღით კიდევ ერთი სამახსოვრო ფურცელი ჩაიწერა მაღლაკის N1 საჯარო სკოლის ისტორიის მატიანეში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203