უდაბნოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ნახატების კონკურსში მონაწილეობისთვის დიპლომებით დაჯილდოვდნენ
26-04-2023
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობასა და კონკურსში მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის ცხრა მოსწავლე ნახატების კონკურსში - „გაზაფხული შემოსულა ლენ“ მონაწილეობდა.

კონკურსი საგარეჯოს რაიონში N3 საჯარო სკოლაში, თამარ ჯაბადარის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ორგანიზებით ჩატარდა.

კონკურსში მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა მონაწილეობდა, სადაც გამოვლინდა საპრიზო ადგილები და ყველა მონაწილე დიპლომებით დაჯილდოვდა.

სკოლის ხელოვნების მასწავლებელს - ეკატერინე გუჯეჯიანს კი მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობის ფურცელი გადაეცა.

აღსნიშნავია, რომ სკოლა მუდმივად მხარს უჭერს მოსწავლეთა წარმატებას.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203