უდაბნოს საჯარო სკოლაში დედაენის დღეს კვირეული მიეძღვნა
25-04-2023
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან ისტორიულ თარიღებს აქტიურად აღნიშნავენ. შესაბამისად მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ისეთი ეროვნული დღესასწაული, როგორიც დედაენის დღეა.
უდაბნოს საჯარო სკოლაში, დედაენის დღეს კვირეული მიეძღვნა. პროექტის ავტორი მზია სულაძე, თანაავტორები კი - ეკატერინე გუჯეჯიანი და ნათია საბაშვილი გახლავთ.
ღონისძიება დაიწყო კალიგრაფიის კონკურსით, სადაც გამოვლინდნენ საუკეთესო კალიგრაფიული ნაშრომის ავტორი მოსწავლეები და დაჯილდოვდნენ დიპლომებით.
შემდეგ, მოსწავლეებმა გამართეს პრეზენტაციები ქართული ანბანის წარმომავლობის, გრაფიკული მოდელირების შესახებ. ასევე წარმოადგინეს ქართული დამწერლობის სახეების (მრგვლოვანი, ნუსხური და მხედრული) შედარებითი ანალიზი, ისაუბრეს ქართული ანბანის რელიგიური და მითიური საზრისების შესახებ.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები დედაენაზე და შეასრულეს ქართული სიმღერები და საგალობლები.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებაზე მიწვეული იყო დავით გარეჯის მონასტრის მოძღვარი ილარიონი, რომელმაც სასკოლო საზოგადოების წინაშე წარადგინა პრეზენტაცია - 2016 წელს კავკასიის სახლში, ქართველი და კავკასიელი მეცნიერების წინაშე წაკითხული სამეცნიერო მოხსენება - „არაბული ციფრების ასომთავრულიდან შესაძლო წარმომავლობის შესახებ“, რომელიც შესაძლოა აღიარებული იქნას ასტრონომიული გათვლებისა და გრაფიკული მსგავსების საფუძველზე.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს