კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეებმა სტუდენტური ცხოვრების შესახებ საინტერესო ინგლისურენოვანი პრეზენტაცია გამართეს
25-04-2023
თბილისის კერძო სკოლა „ჰელიოსი“ მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობს. შესაბამისად, მოსწავლეებიც მოტივაციით გამოირჩევიან და სხვადასხვა პროექტსა თუ აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებმა, თემის - moving home ფარგლებში, სტუდენტურ საცხოვრებელსა და flatsharing - ის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ისაუბრეს თუ რა საცხოვრებელ პირობებს სთავაზობს, სტუდენტებს ამერიკისა და ევროპის უნივერსიტეტები.

მათ ასევე იმსჯელეს თუ როგორ უნდა მოიძიონ საცხოვრებელი უნივერსიტეტისგან დამოუკიდებლად, ასევე რა ხარჯებთან და პროცედურებთანაა დაკავშირებული ეს.

„სტუდენტების უმრავლესობას უწევს მშობლიური გარემოს დატოვება და სასწავლებლად სხვა ქალაქში ან ქვეყანაში გადასვლა, ეს ყველაფერი კი გარდა ფინანსური ხარჯისა, ბევრ სტრესთანაა დაკავშირებული“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს საჭირო ცოდნას სძენს და მომავალი ცხოვრებისთვის ამზადებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203