გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში სააღდგომო ნამუშევრების გამოფენა გაიმართა
13-04-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები ყოველთვის საინტერესოდ და გამორჩეულად აღინიშნება.

ამჯერად, ხელოვნების პედაგოგის არმინე ჩაფანიანის ხელმძღვანელობით, სააღდგომო გამოფენა გაიმართა. მოსწავლეებმა, სხვადასხვა რესურსის გამოყენებით, თემატური ნამუშევრები შექმნეს და გამოფინეს. 

მათმა ნახელავმა უდიდესი მოწონება და ყურადღება დაიმსახურა. მოსწავლეებმა აღდგომის შესახებაც ისაუბრეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203