„რიცხვები და რიცხვითი სახელები“ - უდაბნოს საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეთა საინტერესო სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი
10-04-2023
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება.
მათ შორის აღსანიშნავია, მე-6 კლასში ქართულ ენასა და მათემატიკაში ჩატარებული სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე - რიცხვები და რიცხვითი სახელები.
გაკვეთილი საინტერესოდ წარიმართა, პედაგოგებმა - როზა თავაძე (ქართული ენის მასწავლებელი) და ნინო არევაძემ (მათემატიკის მასწავლებელი) მოსწავლეებს მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი და აქტივობები შესთავაზეს. მოსწავლები სასწავლო პროცესში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ და იაქტიურეს.