My green school - კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეთა საინტერესო ინგლისურენოვანი პროექტი
06-04-2023

თბილისის კერძო სკოლა „ჰელიოსში“ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. მათ პედაგოგები საინტერესო აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებსა და პროექტებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში მე-5 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს, რომელიც გულისხმობდა პოსტერების შექმნას თემაზე - „My green school“ .

მოსწავლეებმა იდეები ჩამოაყალიბეს და იმსჯელეს, თუ როგორ შეიძლება სკოლა გახდეს გარემოსთვის ნაკლებად უსაფრთხო. ასევე ისაუბრეს, როგორ დაზოგონ წყალი, ელექტროენერგია და რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ იმისთვის, რომ დედამიწა გლობალური დათბობისგან გადაარჩინოს.

„ამ აქტივობით მოსწავლეებმა განივითარეს დემოკრატიული ღირებულებები და კომპეტენციები, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრისთვის საჭირო უნარები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აქტივობაში მოსწავლეები მონდომებით, ინტერესით ჩაერთნენ და შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

მსგავსი აქტივობები და პროექტები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203