ამჯერად, სკოლაში ისტორიის გაკვეთილზე პედაგოგმა, ლიუბოვ დემინოვამ თემაზე - „მონღოლთა იმპერიის გავლენა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებზე“ ღია გაკვეთილი ჩაატარა.
გაკვეთილზე მოსწავლეებმა თავად წარადგინეს პრეზენტაციები. მათ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა აიმაღლეს.
პრეზენტაციის ბოლოს დისკუსია გაიმართა, სადაც ბავშვებმა თემის გარშემო, საინტერესო საკითხებზე იმსჯელეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილი როგორც მოსწავლეთა, ასევე მასწავლებელთათვის საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობას ხელს უწყობს, რაზეც სკოლა ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: