უდაბნოს საჯარო სკოლაში ცნობილ მსახიობს უმასპინძლეს
27-03-2023
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლას მსახიობი ლეო ანთაძე ეწვია. 

მას მოსწავლეები და მასწავლებლები დიდი სიყვარულით შეხვდნენ. მსახიობმა ლექსები წაიკითხა, განასახიერა თეატრსა თუ კინოში ნათამაშები როლები, ასევე, დრო პროზის კითხვასაც დაუთმო.

შეხვედრამ ძალიან ნაყოფიერად, საინტერესოდ და წარმატებით ჩაიარა. მოსწავლეებმა ლეო ანთაძეს კითხვები დაუსვეს და ამომწურავი პასუხები მიიღეს. ბოლოს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

„ყველა დამსწრე კმაყოფილი და ნასიამოვნები დარჩა. ბატონ ლეოს თან პროდიუსერი და წამყვანი ლადო ხელაშვილი ახლდა“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203