უდაბნოს საჯარო სკოლაში ლადო ასათიანის პოეზიის საღამო გაიმართა
17-03-2023
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე მორგებული გარემოა შექმნილი. 

მათ პედაგოგები საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ. ამჯერად, მე-5 კლასში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელის როზა თავაძის ხელმძღვანელობით, ლადო ასათიანის პოეზიის საღამო გაიმართა. 

მოსწავლეებმა დიდი ქართველი პოეტის ლექსები წაიკითხეს, მის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს, ცოდნა გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

აღსანიშნავია, რომ ისინი ღონიძიებაში ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203