გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღინიშნა
09-03-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და შემოქმედებითად დატვირთული ღონისძიება იმართება.

ამჯერად, მოსწავლეებმა მშობლებსა და მასწავლებლებს ქალთა საერთაშორისო დღე - 8 მარტი მიულოცეს. ამ მიზნით კი შთამბეჭდავი ღონისძიება მოაწყვეს. მათ ლექსები წაიკითხეს, იცეკვეს, იმღერეს. დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა კი დედებს საკუთარი ხელით დამზადებული მისალოცი ბარათები აჩუქეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში გარემოც საზეიმოდ იყო მორთული, რაც განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა. მოსწავლეებმა აქტივობების საშუალებით, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და ქალებს პატივისცემა დაუდასტურეს. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:

 
 
 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203