გორელოვკის N1 სკოლის კონსულტანტ-მასწავლებელმა - ლია მარგიშვილმა მე-10 კლასის მოსწავლებს ღია გაკვეთილზე საინტერესო სასწავლო მეთოდი შესთავაზა
06-03-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ და მათი ცოდნისა და თვალსაწიერის გაფართოებას მრავალფეროვანი აქტივობებით ცდილობენ. 

მათ შორის აღსანიშნავია, მე-10- კლასში კონსულტანტ მასწავლებელის ლია მარგიშვილის ჩატარებული ღია გაკვეთილი, რომელზეც პედაგოგმა მნიშვნელოვანი სიტყვების მეთოდი გამოიყენა. 

აღნიშნული გაკვეთილისთვის დაიგეგმა კონკრეტული და საინტერესო აქტივობები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მეთოდის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის არა მხოლოდ ახალ სიტყვებზე მუშაობისა და სხვადასხვა კონტექსტში მათი ადეკვატურად გამოყენების უნარ-ჩვევის განვითარება, არამედ ტექსტის გაგება-გააზრება და ინფორმაციის დახარისხება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203