
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში თემაზე - „საქართველო ჩემი სამშობლოა“ ნახატების გამოფენა გაიმართა.
გამოფენა სკოლაში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის შეთავაზებით მოეწყო.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა მრავალფეროვანი და საინტერესო ნახატები წარმოადგინეს. შეირჩა საუკეთესო ნამუშევარი, რომელიც კონკურსის მეორე ტურისთვის გადაიგზავნა მუნიციპალიტეტის გამგეობაში, სადაც საუკეთესო ნამუშევრები გამოვლინდება, გამარჯვებულები კი დაჯილდოვდებიან.
აღსანიშნავია, რომ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამიტომ მასწავლებლები მოზარდებს სხვადასხვა ღონისძიებასა და აქტივობაში რთავენ.