გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნიერების პოპულარიზაციაში წვლილი შეიტანეს
02-03-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი აქტივობებით აღნიშნავენ. 

გამონაკლისი არც წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ყოფილა. მოსწავლეებმა საყვარელი მწერლების ნაწარმოებები წაიკითხეს, წიგნის კითხვის კულტურას გაეცნენ და ბუკლეტები დაამზადეს.

აქტივობაში მოსწავლეები, ქართული ენის მასწავლებლის - ლია მარგიშვილის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.

„ეს აქტივობა ხელს უწყობს შემოქმედებითი აზროვნებისა და წიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარებას“,- წერს ქართული ენის მასწავლებელი ლია მარგიშვილი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203