
თბილისის კერძო სკოლა „ჰელიოსში“ მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება ერთ-ერთი პრიოტიტეტული მიმართულებაა. სკოლის დირექცია და პედაგოგები მომავალ თაობას წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მიზნით არაერთ ღონისძიებას, პროექტსა თუ აქტივობას სთავაზობენ.
შესაბამისად, სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა წიგნის საჯაროდ კითხვის დღე. გზავნილს - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“ სკოლის არაერთი კლასი შეუერთდა და კითხვის პოპულარიზაციის საქმეში წვლილი შეიტანა.
მათ შორის არიან სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეები, რომლებიც სკოლის სამკითხველო დარბაზს ესტუმრნენ და ერთმანეთისთვის ეზოპესა და სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები წაიკითხეს, ყურადღებით განიხილეს წაკითხული, ისაუბრეს ტექსტის მთავარ სათქმელზე და, რა თქმა უნდა, გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება აღწერილი ამბის მიმართ.
იხილეთ ფოტოები: