გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში მაგიდის ჩოგბურთში შიდასასკოლო შეჯიბრი გაიმართა
21-02-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი მრავალფეროვანი სპორტული ღონისძიებები იმართება. 

ამჯერად, გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა შიდასასკოლო შეჯიბრი მაგიდის ჩოგბურთში. ტურნირში მე-8, მე-9, მე-10 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეჯიბრმა საინტერესოდ ჩაიარა. მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

საპრიზო ადგილები კი გადანაწილდა შემდეგნაირად: პირველი ადგილი დაიკავა ალექსი ზოროღლიანმა (X კლასი) მეორე ადგილი - კონსტანტინ ოსლოპოვმა (X კლასი), მესამე ადგილი კი წილად ხვდა დმიტრი მიროშნიკოვს (VIII კლ).

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203