კერძო სკოლა „ჰელიოსის“ პირველკლასელებმა მოზარდ მაყურებელთა თეატრში სპექტაკლი ნახეს
14-02-2023
თბილისის კერძო სკოლა „ჰელიოსის“ პირველკლასელებისთვის კულტურულ-შემეცნებითი გასვლითი ღონისძიება მოეწყო.

I კლასის მოსწავლეები მოზარდ მაყურებელთა თეატრს ესტუმრნენ, სადაც სპექტაკლი „ამბავი დაკარგულ დროზე“ ნახეს. 

პატარებმა იხილეს პატარა ბიჭის ამბავი, რომელიც დროს არ აფასებდა, თუმცა მის თავს მომხდარი თავგადასავლის შემდეგ მისი წარმოდგენები სრულიად შეიცვალა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები სპექტაკლის მანძილზე მთავარ პერსონაჟს გულშემატკივრობდნენ, დასასრულს კი მას დიდი ოვაციებიც აჩუქეს. 

მოსწავლები თეატრიდან შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203