წიგნის საჯაროდ კითხვის დღე გეზათის საჯარო სკოლაში 
02-02-2023
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს საინტერესო აქტივობებით აღნიშნავენ. 

გამონაკლისი არც წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ყოფილა. სკოლაში დაიგეგმა ღონისძიება, შეირჩა სათანადო ლიტერატურა. დამრიგებლებმა კი თავიანთ კლასებში აქტივობა - „ხმამაღალი კითხვის დღე“ ჩაატარეს. 

აქტივობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, წიგნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სხვადასხვა მწერლის ნაწარმოებიდან ნაწყვეტები ხმამაღლა წაიკითხეს. 

„პედაგოგებმა მოსწავლეებს კიდევ ერთხელ შეახსენეს წიგნის კითხვის კულტურა, კითხვის მნიშვნელობა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203