კერძო სკოლა „ჰელიოსის“ პირველკლასელებმა სხვადასხვა ქვეყნის საახალწლო ტრადიციები ერთმანეთს შეადარეს
10-01-2023

თბილისის კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეებმა 2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრი მრავალფეროვანი აქტივობებით დააგვირგვინეს. 

მათ შორის აღსანიშნავია, I კლასის მოსწავლეთა სახალისო საგანმანათლებლო აქტივობა, რომელიც ახალ წელს მიეძღვნა. აქტივობა ბავშვებისთვის სახალისოდ წარიმართა.

პატარებმა შეიტყვეს, თუ როგორ ხვდებიან ახალ წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მათთვის მიღებული ინფორმაცია საკმაოდ საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.

ახალი ინფორმაციის საფუძველზე, მოსწავლეებმა შეადარეს ერთმანეთს ქვეყნების ტრადიციები. ისინი მიხვდნენ, რომ ახალი წლის ოჯახთან ერთად შეხვედრის ტრადიცია, ზოგიერთ სხვა ქვეყანაშიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც ჩვენთან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203