უდაბნოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
27-12-2022

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლაში სადღესასწაულო მელოდიების ფონზე, პირველი სემესტრის ნახატების დასკვნითი გამოფენა ჩატარდა, რომელსაც ხელოვნების მასწავლებელი, ეკატერინე გუჯეჯიანი ხელმძღვანელობდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გამოფენას ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები. ნამუშევრებმა, მნახველების დიდი მოწონება დაიმსახურა.

გამოფენის მიმდინარეობის დროს ბავშვებმა იმუშავეს მოლბერტებზე და იქვე, ლამაზი ნახატები შექმნეს.

ასევე ჩატარდა კონკურსი - „საუკეთესო ნახატი ექსპრომტად“. მოსწავლეები კონკურსში ხალისით ჩაერთნენ.

გამოვლინდა სამი გამარჯვებული, თუმცა ათივე მონაწილე დაჯილდოვდა ფასიანი საჩუქრებით. ხელოვნების კაბინეტში შექმნილი იყო ლამაზი და საზეიმო გარემო. ბავშვებმა ძალიან იხალისეს და გაერთნენ.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203