
სომხეთში გაიმართა შეჯიბრი კარატეში, რომელშიც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. შეჯიბრზე წარდგნენ 1-ლი კლასის მოსწავლე ჟირაირ მარკოსიანი, მე-3 კლასის მოსწავლე რუზანნა ისპირიანი და მე-4 კლასის მოსწავლე არტაშეს მარკოსუანი.
შეჯიბრი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა, თუმც მოსწავლეებმა შეძლეს მე-3 საპრიზო ადგილის მოპოვება. მოსწავლეები სკოლამ სიგელებით დააჯილდოვა და დიდი წარმატება უსურვა მომავლისთვის.
გორელოვკის N1 საჯარო სკოლა ხშირად ერთვება სხვადსხვა სპორტულ თუ შემეცნებით პროექტებში, რითიც ხელს უწყობს მოსწავლეებს გახდნენ უფრო აქტიურები და გაუჩნდეთ სურვილი წარმოაჩინონ საკუთარი თავი და შესაძლებლობები
იხილეთ ფოტოები: