გორელოვკის N1 სკოლის მოსწავლეებმა მაგიდის ჩოგბურთის შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს
13-12-2022

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლა ჩაერთო სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში. მოსწავლეებმა მაგიდის ჩოგბურთის შეჯიბრში იასპარეზეს.

სკოლიდან სკოლიდან ტურნირში მონაწილეობდნენ მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები: დმიტრი მიროშნიკოვი, ნიკიტა კალმიკოვა და ვიკტორია ზედგინიძე.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, შეჯიბრი მეტად დაძაბული და საინტერესო იყო, მოსწავლეებმა კარგად წარმოაჩინეს თავი და დამსახურებულად  მე-3 საპრიზო ადგილი დაიკავეს.  

შეჯიბრის ბოლოს გამარჯვებულებს გადაეცათ მედლები და სამახსოვრო სიგელები.

გამართულმა ტურნირმა და მოპოვებულმა წარმატებამ მოტივაცია აუმაღლა მოსწავლეებს, რომ სამომავლოდ აქტიურად ჩაერთონ მსგავს პროექტებში.

გორელოვკის N1 საჯარო სკოლა მადლობას უხდის მონაწილეებს აქტიურობისთვის და წარმატებას უსურვებს სამომავლო საქმიანობაში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203