გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში ეკოკომიტეტი შეიქმნა 
05-12-2022

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლა „ეკო სკოლის“ პროგრამაში ჩაერთო.

სკოლაში დირექტორმა პედაგოგებთან და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. სკოლის დირექტორმა მოსწავლეებს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამის - „ეკო სკოლა“ შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

პროგრამის უკეთ აღსაქმელად ამავე სკოლის, ქართული ენის მასწავლებელმა პროგრამის პრეზენტაცია ჩაატარა. 

ასევე, პროექტის სამომავლო წარმატებული სვლისთვის სკოლაში ეკოკომიტეტის არჩევნები ჩატარდა, შეიქმნა ეკოკომიტეტი, რომელიც  4 მასწავლებლისა და 11 მოსწავლისაგან შედგება.

ეკოკომიტეტის წევრებმა ახალ პროექტში პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგეს. მათ უკვე შეარჩიეს ლოგო, რომლითაც ორელოვკის N1 საჯარო სკოლას წარმოადგენენ.  

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203