კერძო სკოლა „ჰელიოსის“ VI კლასის მოსწავლეებმა მათი საცხოვრებელი ქუჩის აბრები შექმნეს
02-12-2022
კერძო სკოლა „ჰელიოსში“ პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეთა განვითარებაზე გამუდმებით ზრუნავენ, ისინი საგაკვეთილო პროცესში თანამედროვე მიდგომებს იყენებენ და მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ. 

ამჯერად, ხელოვნების გაკვეთილებზე VI კლასის მოსწავლეებმა თავიანთი საცხოვრებელი ქუჩის აბრები შექმნეს. ნამუშევრებზე სახელწოდებასთან ერთად, სიმბოლოების სახით, საკუთარი ქუჩის თავისებურებები დაიტანეს.

მოსწავლეები მის მიმდინარეობში მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, ერთმანეთს საკუთარი საცხოვრებელი გარემოს შესახებ ამბები გაუზიარეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. ბოლოს ნამუშევრები წარადგინეს.

„საკუთარ ქალაქსა და საცხოვრებელ გარემოზე დაკვირვება ფრიად საინტერესო პროცესია“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203