გორელოვკის N1 სკოლის მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ღია გაკვეთილი ჩაუტარდათ 
02-12-2022

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში ისტ-ის ღია გაკვეთილი ჩატარდა. 

გაკვეთილი თემა Microsoft PoverPoint-ში მუშაობის ტექნიკა და მისი გამოყენება, სხვადასხვა თემაზე პრეზენტაციების გაკეთება იყო. 

მოსწავლეებმა პრეზენტაციები სხვადასხვა თემაზე - „მსოფლიოს იშვიათი ცხოველები", „იშვიათი მცენარეები“, „მსოფლიოს ულამაზესი ადგილები“ წარადგინეს. გაკვეთილი შინაარსიანი და ძალიან საინტერესო იყო, მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

გაკვეთილს პედაგოგი იური გონჩაროვი უძღვებოდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203