კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მე-3 კლასის მოსწავლეები მათემატიკას სახალისო და საინტერესო აქტივობებით სწავლობენ
კერძო სკოლა „ჰელიოსში“ მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე მაქსიმალურად მორგებული გარემოა შექმნილი, შესაბამისად, მოსწავლეებიც წარმატებულები და აქტიურები არიან. ამჯერად, მესამე კლასის მოსწავლებმა სურათებიანი დიაგრამების საშუალებით, გამოსახეს ასეულები - პიქტოგრამა გამოიყენეს ასეულების შედგენისას. მათ უკვე იციან პიქტოგრამების ჩაწერა და წაკითხვაც.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.
„არაფერია ისე საინტერესო, როგორც მათემატიკის სწავლებისას შესრულებული სურათოვანი დიაგრამები, რომელიც მონაცემების გამოსახვის სახალისო გზაა.
როგორც ცნობილია, პიქტოგრამა ერთ-ერთი ფართოდ გამოყენებული მეთოდია მოსწავლეთა კოგნიტური სფეროს გასააქტიურებლად და მოსწავლეთა შემეცნებითი, კოგნიტური და შემოქმედებითი უნარების გასავითარებლად..
აქტიურად განვაგრძობთ მათემატიკის შესწავლას სახალისო აქტივობების მეშვეობით“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილე ფოტოები: