„ოქროს შემოდგომა“- გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა
04-11-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო აქტივობა ხშირად იმართება. 

ამჯერად, ღონისძიება - „ოქროს შემოდგომა“, წელიწადის ამ სეზონს მიეძღვნა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში უდიდესი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

მოსწავლეებმა სკოლის დერეფანში შემოდგომის თემაზე შექმნილი ხელნაკეთობებისა და ნახატების გამოფენა მოაწყვეს, მაგიდები სავსე იყო ხილითა და ბოსტნეულით, იქვე მოადუღეს თათარა.

ქართული ენის მასწავლებლის ლია გოგოლაძის დახმარებით, ბავშვებმა ჩურჩხელები ამოავლეს. გამოფენის დათვალიერების შემდეგ გაიმართა კონცერტი, რომელშიც სკოლის ყველა კლასის მოსწავლე მონაწილეობდა.

ბოლოს, სკოლის დირექტორმა ტატიანა კარევამ მადლობა გადაუხადა მოსწავლეებსაც და მათი კლასის დამრიგებლებსაც საინტერესო და სამახსოვრო ღონისძიებისათვის. მან აღნიშნა, რომ ყველა მოსწავლეს მიეცა საშუალება გამოევლინა საკუთარი ნიჭი და უნარები.

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:







 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203