გორელოვკის N1 სკოლის უფროსკლასელებთან საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
01-11-2022

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

სტუმრებმა უფროსი კლასის მოსწავლეებს წარუდგინეს პრეზენტაცია თავდაცვის ძალების შესახებ. მათ უფროსკლასელებს მიაწოდეს ინფორმაცია სავალდებულო, საკონტრაქტო და სარეზერვო სამსახურის შესახებ. აგრეთვე, საქართველოს სახელმწიფოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა მოსწავლეებს გააცნეს სამხედრო ლიცეუმში და სამხედრო აკადემიაში მოწყობისა და სწავლის პირობები.

სტუმრებმა მოსწავლეთა დასმულ შეკითხვებს ამომწურავად გასცეს პასუხი.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრამ საინტერესო თბილ ატმოსფეროში ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203