მაღლაკის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე გურიაში იმყოფებოდნენ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. ისინი გურიას ეწვივნენ, მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად, სოფელი ხიდისთავი, ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი და ანა კალანდაძის კარმიდამო მოინახულეს. მოგვიანებით კი ერკეთისა და ჯიხეთის დედათა მონასტრები მოილოცეს.
ვიზიტმა ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.
„ამ ექსკურსიის ფარგლებში, ჩატარდა ღონისძიება „მზიანი გულის" მწერლისადმი მიძღვნილი. ამით ბავშვებმა მეტად გაითავისეს სევდანარევი იუმორის მწერლის შემოქმედება. ეს დღე ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა პატარებისთვის, ამიტომ ისინი დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ უკან“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: