კერძო სკოლა „ჰელიოსის“ პირველკლასელები ინგლისურ ენას მრავალფეროვანი აქტივობებით სწავლობენ
24-10-2022
თბილისის კერძო სკოლა „ჰელიოსის“ დირექციისა და პედაგოგების მთავარი ამოსავალი წერტილი ისეთი საინტერესო სასწავლო გარემოს შექმნაა, სადაც ბავშვები საფუძვლიან განათლებას მიიღებენ.

სკოლაში სწავლას, კეთებით პროცესში დიდ ყურადღებას უთმობენ და ბავშვებიც თითოეულ აქტივობაში დიდი ხალისით ერთვებიან.

პირველკლასელები ინგლისური ენის შესწავლას კვლავ აქტიურად და სახალისო აქტივობების ფონზე განაგრძობენ.

„როდის სწავლობენ ბავშვები ყველაზე კარგად? - რა თქმა უნდა კეთების პროცესში - აქტიური სწავლებით, მოძრაობებით, სიმღერებისა და თვალსაჩინო მასალის გამოყენებით.

ჩვენი სკოლის პირველკლასელები აქტიურად განაგრძობენ ინგლისური ენის შესწავლას; როგორც პატარები აღნიშნავენ, ყოველი გაკვეთილი მათთვის აღმოჩენებით, საინტერესო სიახლეებითა და დადებითი ემოციებით არის სავსე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეთათვის პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა და მრავალფეროვანი, შემეცნებითი აქტივობების შეთავაზება“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203