უდაბნოს საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლებს ღონისძიება მიუძღვნეს
24-10-2022
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღი ღონისძიებებით აღინიშნება.
ამჯერად, მე-5 კლასში აქტივობა მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
მოსწავლეები ღონისძიების მიმდინარეობაში უდიდესი ხალისით, ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ მასწავლებლებს პროფესული დღე დიდი სიყვარულით მიულოცეს და ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს, რითაც ძალიან გაახარეს.
ღონისძიების ხელმძღვანელი კლასის დამრიგებელი იყო. მას მუსიკალური ნომრების დადგმაში მუსიკის მასწავლებელი ნათია საბაშვილი და ინგლისური ენის პედაგოგი ნინო საბაძე დაეხმარნენ. დასკვნით ნაწილში პედაგოგებს მადლიერების ნიშნად სიგელები გადაეცათ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს