წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის საჯარო სკოლის 4 მოსწავლე ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობდა.
კონკურსი, რომელშიც სკოლის VIII კლასის ოთხი მოსწავლე - თამუნა კაცაძე, ინა ძოწენიძე, ნინო მანაგაძე და ნათია ჭოლაძე ჩაერთო, სახალხო დღესასწაულ „შემოდგომის წყალტუბოს“ ფარგლებში გაიმართა.
მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
სკოლაში მათ წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: