გეზათის საჯარო სკოლის მოსწავლეები - მარიამ გოგავა და არჩილ ბოკერია ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
29-09-2022

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათის საჯარო სკოლის მოსწავლეები - მარიამ გოგავა და არჩილ ბოკერია საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

დისტანციური კონკურსის მონაწილეებს სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები მიენიჭათ. 

აბაშის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 28 სექტემბერს ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტების მიხედვით „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 30 სექტემბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203